ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

ონლაინ სესხები 18 წლიდან

აიღე სესხი

‘’სესხები თქვენზე მორგებული პირობით, დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და მარტივი პროცედურით’’ – ასეთი შეთავაზებებით არის სავსე სარეკლამო სივრცე. მათ შორის სოციალური მედია. მიუხედავად იმისა, რომ სესხს გვთავაზობს ყველა და ყველგან, არც ისე მარტივია საჭირო ფინანსების მიღება. ხშირად არ გვიმტკიცდება მოთხოვნილი თანხა და მიუხედავად ხანგძლივი პროცედურების გავლისა მაინც ვერ ვიღებთ ფულს. განსაკუთრებით რთულია სესხის აღება იმ მომხმარებლებისთვის, ვინც მხოლოდ 18 წლისაა. კრედიტორები ინდივიდუალურად აწესებენ ასაკობრივ ზღვარს, თუ რა ასაკის კლიენტებზე გასცენ კრედიტი. სესხის გაცემა მცირე ასაკის კლიენტებზე რისკს შეიცავს. შესაძლოა მომხმარებელი არ იყოს დასაქმებული, არ ჰქონდეს იმდენი შემოსავლი, რომ ვალდებულება დაფაროს. ძირითად შემთხვევაში სესხები 18 წელზე უფროსი ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.

თუ ონლაინ სესხები 18 წლიდან გსურთ აიღოთ, უნდა იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში კრედიტორს შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაცია დასჭირდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავლის ოდენობა, დასაქმების სტაბილურობა, არსებული ვალდებულებები და სხვა. ამის მიხედვით საფინანსო კომპანია შეძლებს შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გაქვთ სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სესხი არ დაგიმტკიცდეთ.

სესხები 18 წლიდან – რა თანხის სესხებას შეძლებთ

სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები თანხას 50-დან 1500 ლარამდე გასცემენ. აღნიშნული ლიმიტით სარგებლობა ნაკლებად რისკიანია. შესაბამისად, შეზღუდვებიც ნაკლებია. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია განაცხადის შევსება და კრედიტის მიღება ანგარიშზე. თითოეული კრედიტორი სხვადასხვაგვარად აწესებს ასაკობრივ ზღვარს. შესაძლოა ერთ კომპანიაში ონლაინ სესხები 18 წლიდან გაიცემოდეს, მეორეში კი არა.

გრძელვადიანი სესხის გაცემისას მოთხოვნები იზრდება. იპოთეკური ან ავტო სესხის შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა არა 18 წლიდან, არამედ შესაძლოა 22 წლიდან იწყებოდეს. აღნიშნული პროდუქტი ხანგძლივი ვადით გაიცემა და გარდა იმისა, რომ ყურადღება ექცევა კლიენტის შემოსავლის ოდენობას, მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფაც. საფინანსო კომპანიისთვის უზრუნველყოფა გარანტიაა. წლების მანძილზე მომხმარებლის შემოსავლის ოდენობა იცვლება. თუკი დღეს კლიენტი გადახდისუნარიანია, შესაძლოა მომავალში არ იყოს. ამდენად, მხოლოდ შემოსავლის ოდენობის მიხედვით კრედიტორი ვერ გასცემს გრძელვადიან სესხს. უზრუნველყოფის შემთხვევაში კი მას შეუძლია გაცემული თანხის ამოღება ქონებიდან.

უნდა აიღოთ თუ არა სესხი 18 წლიდან

ბევრ საფინანსო ორგანიზაციაში გაიცემა სწრაფი სესხები 18 წლიდან. იმისთვის, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ, საჭიროა სწორად შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. განსაზღვროთ რისთვის იღებთ სესხს, რამდენ ხანში შეძლებთ თანხის დაფარვას. თუ სტაბილური შემოსავალი არ გაქვთ და არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ვალდებულებას დაფარავთ, უმჯობესია უარი თქვათ სერვისით სარგებლობაზე. გადაუხდელობის შემთხვევაში მოგიწევთ დამატებითი პროცენტების გადახდა, რითაც ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაირთულებთ.

სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად გამოითვალეთ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, გაარკვიეთ საკომისიოებისა და ჯარიმების ოდენობა. თუკი პროდუქტის პირობებს დეტალურად იცნობთ და დარწმუნებული ხართ, რომ არ გაგიჭირდებათ კრედიტის გადახდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ სწრაფი სესხები 18 წლიდან.

სესხის პირობების შედარება საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ისეთი სერვისი, რომელიც დაგიზოგავთ თანხას. ამასთან, ვალდებულების დროულად გადახდისას შეიქმნით დადებით საკრედიტო ისტორიას, ეს კი მომავალში გაგიმარტივებთ კრედიტის აღებას გაუმჯობესებული პირობით.