ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

როგორ ავიღო ონლაინ კრედიტი სწრაფად და მარტივად?

აიღე სესხი

აარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ონლაინ კრედიტი

ონლაინ კრედიტი ბევრი დადებითი მახასიათებლებით გამოირჩევა – “მარტივი, სწრაფი, კომფორტული” მათ შორის ყველაზე მთავარია. თანამედროვე სამყაროში კი, სადაც თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, სისწრაფესა და მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწრაფი ონლაინ კრედიტი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც თანხის მიღება ეჩქარება და არ აქვს დრო ცნობების შეგროვებისა და კომპანიაში მისვლისთვის.

online კრედიტები ინტერნეტის საშუალებით გაიცემა. თანხის მისაღებად კლიენტი ონლაინ ავსებს განაცხადის ფორმას. გადაწყვეტილება მაქსიმალურად სწრაფად მიიღება, მომხმარებელს კი საბანკო ანგარიშზე ერიცხება თანხა. ონლაინ საკრედიტო კომპანიები მოქნილ პირობებს სთავაზობენ კლიენტებს და საშუალებას აძლევენ თანხა დასაქმების ცნობის გარეშე აიღონ.

მეტი უპირატესობა – კრედიტის აღება ონლაინ რეჟიმში

სწრაფი კრედიტი ფინანსური პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა გახდა. ის არც დასაქმების ცნობას და არც შემოსავლის დამადასტურებელ საბუთებს არ ითხოვს. არასაბანკო სესხის დროს, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თავდების, ქონების უზრუნველყოფის გარეშე მოაგვაროს შექმნილი ფინანსური პრობლემა.

სწრაფი სესხის გადავადების მომსახურება თითქმის ყველა კომპანიას აქვს, რაც ახალი შესაძლებლობაა კლიენტისთვის, მოგვიანებით დაფაროს კრედიტი, საკრედიტო ისტორიის გაფუჭების გარეშე. ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის გადავადების თანხას, რითაც სესხის ძირითადი თანხა არ იფარება. სწრაფი ინტერნეტ კრედიტი მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის არის შექმნილი და საშუალებას გვაძლევს მარტივად მივიღოთ თანხა ზედმეტი პროცედურის გავლის გარეშე. აღნიშნულ სერვისს “ხელფასამდე სესხსაც“ ეძახიან, რადგან იგულისხმება, რომ მომხმარებელს ეს თანხა კონკრეტული შემოსავლის მიღებამდე უნდა დაეხმაროს.

როგორ გაიცემა ონლაინ კრედიტი?

ონლაინ კრედიტები თითქმის ყველა კომპანიაში მსგავსი პროცედურის გავლით გაიცემა. თანხის მისაღებად ძირითადად 3 მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო.

  1. სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ეცნობით სესხის პირობას. კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ კალკულატორი. გირჩევთ წინასწარ გამოითვალოთ გადასახადი თანხის რაოდენობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსოთ განაცხადი. ამით თავიდან აირიდებთ მოულოდნელობებს და ზუსტად გეცოდინებათ რა ხარჯის გაღება დაგჭირდებათ სესხის დასაფარად.
  2. ავსებთ სესხის განაცხადს, სადაც უთითებთ პირად მონაცემებს და საჭირო თანხის რაოდენობას.
  3. კომპანიის ანგარიშზე რიცხავთ 1 თეთრს, რათა მოხდეს თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია. რამოდენიმე წუთში თანხა თქვენს ანგარიშზეა და მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა.

რა არის საჭირო კრედიტის მისაღებად?

საკრედიტო ინსტიტუტებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, მომხმარებელს კი კრედიტის აღება 10 წუთში შეუძლია. არსებობს მინიმალური მოთხოვნები, რასაც თითოეული კომპანია ითხოვს, რათა იაფი კრედიტები გასცეს.

  • მსესხებლის ასაკი – კომპანიების უმეტესობაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი. ძირითადად სესხს იმ მომხმარებლებზე გასცემენ, ვისაც უკვე შეუსრულდა 20 წელი. ზედა ზღვარი კი საპენსიო ასაკამდე ვრცელდება.
  • საბანკო ანგარიში – სესხის თანხა საბანკო ანგარიშზე ირიცხება, ამიტომ ერთ-ერთი მოთხოვნაა კლიენტს ანგარიში და საბანკო ბარათი ქონდეს. კომპანიების ნაწილი ითხოვს სიმბოლური თანხის 1 თეთრის გადარიცხვას მის ანგარიშზე, რათა მოხდეს კლიენტის ანგარიშის გადამოწმება.
  • დადებითი საკრედიტო ისტორია – სესხის დამტკიცებისას დიდი მნიშვნელობა აქვს კლიენტის საკრედიტო ისტორიას, ამიტომ მნიშვნელოვანია კრედიტის განაცხადის გაკეთების დროს, უარყოფითი საკრედიტო ისტორია არ გქონდეთ.

რა უპირატესობით გამოირჩევა სწრაფი კრედიტი?

  • სესხის სწრაფად მიღების შესაძლებლობა – კრედიტის აღება ონლაინ ხდება. განაცხადის შევსებისთვის რამდენიმე წუთია საკმარისი. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი თანხას 15 წუთში იღებთ ანგარიშზე. სწრაფი სესხი იმ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც მცირე თანხის მიღება მოკლე პერიოდით სურს.
  • კრედიტის აღების გამარტივებული პროცედურა – სწრაფი სესხის აღება მარტივად ხდება. ინტერნეტის საშუალებით აკეთებთ განაცხადს სასურველ სესხზე, სადაც უთითებს პირად მონაცემებს, თანხის რაოდენობას. კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში თანხა სწრაფად ირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე. საბანკო ინსტიტუტებისგან განსხვავებით პროცედურა მოქნილია და არ გიწევთ კომპანიაში მისვლა, ცნობების შეგროვება და საათობით რიგში ლოდინი.
  • პირველი სესხი უპროცენტო – ინტერნეტ სესხი იმით არის გამორჩეული, რომ პირველი სესხის მიღება 0%-შია შესაძლებელი. კომპანიების ნაწილში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ თანხის მიღება, თუკი პირველად სარგებლობთ კონკრეტული მათგანის მომსახურებით.
  • მეტი კომფორტი – სწრაფი სესხის მიღება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. არ გჭირდებათ კომპანიაში მისვლა, საბუთების წარდგენა და საათობით რიგში ლოდინი. ყველაფერი ონლაინ ხდება, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

როგორ ავირჩიო საუკეთესო პირობის სესხი?

საკრედიტო ბაზარზე უამრავი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სწრაფი სესხის აღებას გვთავაზობენ. გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია. სარეკლამო შემოთავაზებები, სმს-ები, რეკლამები სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტში ხშირად გვაბნევს და არ ვიცით რომელ მათგანს მივმართოთ. სად შემოგვთავაზებენ უკეთეს პირობას. არ იცით როგორ შეარჩიოთ კრედიტი, რომელიც თქვენს მოთხოვნას უპასუხებს? შეავსე განაცხადი Credy.ge-ზე. აირჩიე სასურველი თანხა, დაფარვის პერიოდი. ჩვენ შევაფასებთ თქვენს განაცხადს და შემოგთავაზებთ კომპანიას, რომელსაც თქვენზე მორგებული პირობა აქვს. მაქსიმუმ 15 წუთში მიიღებთ პასუხს და თანხას თქვენს ანგარიშზე. შეავსე განაცხადი Credy.ge-ზე, დაზოგე ფინანსები და ისარგებლე საუკეთესო სერვისით!