ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

მიიღე მიკრო სესხი მარტივად ონლაინ რეჟიმში

აიღე სესხი

აირჩიე მცირე სესხი საუკეთესი პირობებით

თანამედროვე სამყარო მოულოდნელი ფინანსური პრობლემებით არის აღსავსე. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს, როცა თანხა სასწრაფოდ გვჭირდება? ვისესხოთ თანხა ახლობლისგან თუ ავიღოთ მიკრო სესხი? დღესდღეობით ფულის მისაღებად უკვე აღარ არის საჭირო მეგობრის შეწუხება, რადგან საჭირო თანხის მიღება 5 წუთშია შესაძლებელი.
მინი კრედიტები მოკლევადიანი ტიპის სესხია, რომელსაც საფინანსო კომპანიები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გვთავაზობენ. მის მისაღებად არ არის საჭირო გირაო ან თავდების ყოლა. სესხის დამტკიცება ძირითად შემთხვევაში ინტერნეტით ხდება და თანხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან. განაცხადის განხილვის დრო საშუალოდ 15 წუთს შეადგენს.
სწრაფი სესხი როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე SMS-ით გაიცემა. SMS-ით აპლიკაციის მიღება ძირითადად არსებულ კლიენტებზე ვრცელდება. სისწრაფის, სიმარტივისა და მეტი კომფორტის გამო მომხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნულ მომსახურებას მიმართავს. მიკრო სესხები ონლაინ რეჟიმში კლიენტებისთვის გახდა მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მარტივად გადაჭრის საშუალება.

მინი კრედიტი არის გარანტირებული თანხა საჭირო დროს

მინი სესხები 20-დან 65 წლამდე მომხმარებელზე გაიცემა. თანხის რაოდენობა ძირითადად 50-700 ლარია. გადახდის ვადა კი 30 დღემდე. კლიენტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ თანხა. ამისათვის კი არ მოითხოვება ცნობები, გარანტია ან თავდები.
სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს კრედიტის დროულად გადახდას, საშუალება აქვს ისარგებლოს გადავადებით და თანხა მოგვიანებით დაფაროს. გადავადების მომსახურება ახალი შესაძლებლობაა, მოგვიანებით გადაიხადო სესხის თანხა და ამით არ გაიფუჭო საკრედიტო ისტორია.
კომპანიები ხშირად ზრუნავენ ლოიალურ მომხმარებლებზე და მათ დამატებითი უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევენ. კლებადი საპროცენტო განაკვეთი, ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები – კომპანიებს ხშირად აქვთ მსგავსი შეთავაზება უკვე არებული კლიენტებისთვის. ხოლო ახალ მომხმარებლებს ხშირად სთავაზობენ პირველ სესხს 0%-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სესხს უფასოდ გასცემენ და კლიენტს არ აქვს არანაირი დამატებითი ხარჯი. იხდის იმ თანხას, რასაც თავიდან სესხულობს კრედიტორისგან.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ სესხის მისაღებად

კომპანიები ინდივიდუალურად აწესებენ პირობებს, მაგრამ არსებობს ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც თითოეული მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა მიიღოს მიკროსესხი.

  • დადებითი საკრედიტო ისტორია – შეიძლება ხშირად გაიგონოთ, რომ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები არ აქცევენ ყურადღებას საკრედიტო ისტორიას და თანხას ისე გასცემენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიებს აქვთ იმის რესურსი, რომ გადაამოწმონ მომხმარებლის საკრედიტო ისტორია, მათი გადახდისუნარიანობა, გაიგონ რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ და მიკროკრედიტი ამ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გასცენ.
  • საბანკო ანგარიში – საბანკო ანგარიშის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა იმისათვის, რომ სესხის აღება შეძლოთ. იდენტიფიკაციის გავლის დროს, სწორედ თქვენი ანგარიშიდან რიცხავთ 1 თეთრს, კრედიტორი კი ამავე ანგარიშზე გირიცხავთ სესხის თანხას.
  • ასაკობრივი ზღვარი – კომპანიებს მინი სესხის გაცემისას დაწესებული აქვთ ასაკობრივი ზღვარი. კრედიტს იმ კლიენტებზე გასცემენ, ვისაც უკვე შეუსრულდა 20 წელი.

თუკი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ სესხი. სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ 15 წუთში. თქვენ არ დაგჭირდებათ რიგი პროცედურების გავლა. ონლაინ სესხები გამარტივებული მომსახურებით გამოირჩევა. თუ ბანკში სესხის აღებისას, ხშირად საჭიროა ფილიალში მისვლა, ამონაწერის, თავდების ყოლა, საკრედიტო ექსპერტთან შეხვედრა და შემდეგ საათობით ლოდინი თუ როდის დაჯდება სესხის თანხა ჩვენს ანგარიშზე, სწრაფ სესხებთან მიმართებაში ყველაფერი მარტივად ხდება. ამის გამო, მომხმარებლები ამ უკანასკნელის მომსახურებით სარგებლობენ და თანხას მარტივად, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე იღებენ, სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით განაცხადის შევსებით.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ სესხს აიღებთ

სანამ რომელიმე სესხით ისარგებლებთ, კარგად გაეცანით მის პირობას. წაიკითხეთ ხელშეკრულება, რათა იცოდეთ თქვენი უფლება-მოვალეობები. გამოითვალეთ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ, რათა განსაზღვროთ მოსალოდნელი ხარჯი. სწორი ფინანსური გადაწყვეტილება თავიდან აგარიდებთ სამომავლო გართულებებს. სესხით სარგებლობა კავშირშია თქვენს მომავალ საკრედიტო ისტორიასთან, ამიტომ ზუსტად განსაზღვრეთ ყველა დეტალი და კრედიტი მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ. სესხის პირობების ზუსტი შესრულება დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.
როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად საკრედიტო კომპანია? კომპანიის სწორად შერჩევა, მისი პირობის ზუსტი გაგება არც ისე მარტივი პროცესია. ხშირად კრედიტორები მხოლოდ საკომისიოს რაოდენობას ამბობენ, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთის რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. Credy.ge გაგიწევთ დახმარებას, რათა შეარჩიოთ და აიღოთ საუკეთესო პირობის კრედიტი. ეწვიეთ კრედის ვებ-გვერდს, შეავსეთ სესხის ონლაინ განაცხადი და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. credy.ge განიხილავს თქვენს განაცხადს და ისეთ კომპანიას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს მოთხოვნას საუკეთესოდ უპასუხებს. შეკითხვა გაქვთ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით? გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე, გაიგეთ თუ როდის და რა შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ სესხით. credy.ge საჭირო ინფორმაციას გაგაცნობთ და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.