ეს ცოტა ხანი გაგრძელდება
მიმდინარეობს განაცხადის განხილვა

რამდენად მისაღებია სწრაფი სესხის აღება სხვა ვალდებულებების დასაფარად?

აიღე სესხი

რამდენად გამართლებულია ვალის გადახდა სწრაფი სესხით?

ონლაინ სესხის არჩევისას, მომხმარებელი დამოუკიდებლად ირჩევს სასურველ თანხას და სესხის დაბრუნების ვადას, რომელიც პირნათლად უნდა შეასრულოს, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი სანქცირებული გადასახადები, დროულად არ დაფარვის ან გადავადების ხარჯები. სამწუხაროდ, ხშირად იდეალური ფინანსური გეგმები არ მართლდება და ჩნდება პრობლემები.

ხშირად რეალობა ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, ( ჯანმრთელობის შერყევა, სამსახურის დაკარგვა, გაუთვალისწინებელი  საყოფაცხოვრებო ხარჯები და ა.შ) რისი გათვალისწინებაც შეუძლებელია და ჩვენ ფინანსურ ვალდებულებებს ტვირთად აწვება. ვერ ვახერხებთ ვადების დაცვას, ჯარიმები იზრდება და პრობლემების მყისიერი დაძლევა ძნელდება. ასეთ ვითარებაში დრო ბევრად უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე ადამიანს წარმოუდგენია და ამასთან პირადი ბიუჯეტი სულ უფრო უარესდება.  როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, როგორ ავირიდოთ ფინანსური პრობლემების ლაბირინთი? რეკომენდირებულია თუ არა სწრაფი სესხით სარგებლობა?

როგორ დავიცვათ თავი ვალის გაზრდის საფრთხისგან?

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ინფორმაციას სწრაფი სესხების შესახებ, რათა არ ჩავარდეთ სესხის ლაბირინთში, რომელიც ნამდვილი საფრთხეა მაშინ, როცა სესხით მიღებულ თანხას არამიზნობრივად ვიყენებთ, რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო იზრდება შემოთავაზებული სესხის მომსახურების ხარჯები. ასეთ სიტუაციაში, უმჯობესია, უკვე არსებული დავალიანების უკეთ მართვაზე დავფიქრდეთ და მარტივი გზით – დამატებითი სესხის მიღებით ნუ გავზრდით მას.

როდის იჩენს თავს ვალის სპირალი?

რაც უფრო მეტი სესხით სარგებლობ, მით უფრო მეტი ხარჯის გაწევა მოგიწევს. საბოლოოდ გამსესხებელი თანხმობის საფუძველზე სთავაზობს მსესხებელს დავალიანების ეტაპობრივ დაფარვას, ასევე  გადავადების უფლების გამოყენებას.    ხანდახან ფინანსური ვალდებულების არსებობის პრობლემას – შესაძლოა დაემატოს აღმასრულებელის ვიზიტი სახლში.

გამოიჩინე სიფრთხილე ახალი ფინანსური ვალდებულების აღებისას!

დავალიანების მქონე პირთათვის არასაბანკო სესხების აღება კარგი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშია, თუ მსესხებელი სწორად აფასებს ვალდებულების გადახდის უნარს და დაფარავს მას დროულად, დამატებითი ძვირადღირებული მომსახურების სარგებლობის გარეშე.

თუ უკვე გაქვს რამდენიმეათასიანი ვალი, რომელსაც ვერ ისტუმრებ – ნუ აიღებ დამატებით სესხს  ვალის გასასტუმრებლად. ეს გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს. თუ ამჟამად არ გავქს საკმარისი თანხა – საიდან უნდა მოიძიო ის დამატებითი სესის დასაფარად? ნუ გაზრდი შენს  ვალდებულებებს, ნუ გაიუარესებ მდგომარეობას.

სესხის ძიების ნაცვლად ეცადე მოიძიო დამატებითი შემოსავალი, რომელიც უკვე არსებული ვალდებულებების ნაწილობრივ გასტუმრებაში დაგეხმარება.